ტექსტი

კავკასიონი გადმოიარეს...

ნარიმანიძე სილოვან

549 ნახვა · დღეს 23

კავკასიონი გადმოიარეს
ჩემმა ნაცნობმა თეთრმა ღრუბლებმა,
თქვენ რატომ აღარ ჩამოივლით
ჩემი სახლის წინ, _
თქვენ რატომ აღარ მომახარებთ
გაზაფხულობას?!.
ეზოს ჭიშკარი გადმოლახეს
შავმა მერცხელბმა,
ჩემს ახლოს, მაღალ აივანთან
დაიდეს ბინა.
თქვენ რატომ აღარ შემოაღეთ
ეზოს ჭიშკარი,
თქვენ რატომ აღარ შემომძახებთ
ხოლმე სარკმლიდან?!.
ჩამოირბინეს თხემებიდან
თბილმა ქარებმა,
თავი დამიკრეს
გაზაფხულის ნაკადულებმა,
ნაცნობ წვიმებმა აამღერეს
ხეთა რტოები, _
თქვენ რატომ აღარ მომილოცეთ
გაზაფხულობა?!.
კავკასიონი გადმოიარეს
ჩემმა ნაცნობმა თეთრმა ღრუბლებმა..

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე