ტექსტი
* * * "და კლავიშები იქცევიან"
გაბაიძე გიორგი19586 ნახვა · დღეს 1
და კლავიშები იქცევიან მაშინ ენებად,
იდგება ძველი მოლოდინი ვით ბარიერი,
წარმოდგენები სამოთხეზე, წარმოდგენებად
დარჩებიან თუმც გაგრძელდება ის კარიერა
რომელსაც ვქმნიდი... ვიშურებდი განა რამეს კი?
იყო გვირგვინი დაფნისა და ბედიც ლორკასი,
გულო - ო - ჭურვო საოცრების რად არ გამისკდი,
როცა უკრავდა შენს სიმებზე მთელი ორკესტრი!?
ჩანდა დამსხვრეულ ჰორიზონტზე ჩრდილი-მერმისი,
სარკის მიღმიდან მოისმოდა ალილუია,
აქ ყრუ რომ ყრუა – ეს გალობა მასაც ესმის და
უსინათლოსთვის ეს სამყარო თვალხილულია...