ტექსტი
ისევ ამოდის კვამლი ბუხრიდან
ნადირაძე სოსოისევ ამოდის კვამლი ბუხრიდან,
ზამთარიც თოვლის ზღაპარს ამთავრებს,და სავსე მთვარეს ვერცხლის ბუდიდან,
გზა და გზა სტაცებს ქარი ვარსკვლავებს.
მთა არ მინახავს ასე გულდიდა,
ცა არ მინახავს ასე მარტივი
და გაზაფხული ოქროს ბუდიდან,
მზეს დაუვარდა ჩიტის ბარტყივით...