ტექსტი

წერილი მეხუთე

გოგუაძე ნელიკო

7037 ნახვა · დღეს 28

დღეს შენს თვალებში წავიკითხე მთელი სიმართლე ჩემზე...
შენ მკითხე: რას გააკეთებდი ნატვრისთვალი რომ გქონდესო..
მე გიპასუხე:  ხელს მოგკიდებდი და შორს წაგიყვანდი აქედანო.
ვიგრძენი როგორ აკიაფდა შენს თვალებში გაოცების და სიხარულის ვარსკვლავი..
მერე ვინანე...არ უნდა მომეცა იმედი შენთვის.
მაპატიე.
შენ კი დამშვიდობებისას თვალებში ჩამხედე და მშვიდად მითხარი:
მე შენ ისეთი მიყვარხარ, როგორიც ხარო...
ამითი ყველაფერი თქვი, მე კი პასუხს თავი ავარიდე და უხერხული ღიმილით ლოყაზე გაკოცე.
და კიდევ მეტყვი რომ საოცრად კარგი ვარ?

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე