ტექსტი

შენი გულივით

აფხაიძე ნოდარ

352 ნახვა · დღეს 29

ის ჩიტი, 
ჩემთან ამბავს რომ ატან, 
ხელში აიყვანე, 
თვალებში ჩახედე 
და ჩუმად, 
ჩუმად უჩურჩულე 
ჩემთვის სათქმელი... 

რომ მოფრინდება ის ჩიტი ჩემთან, 
შენი სუნთქვა, 
შენი ჩურჩული ჩამესმება 
მისი პატარა ფრთების შრიალში... 

ხელში ავიყვან, 
შენი ხელისგულების სითბო 
რომ შევიგრძნო და 
მის თვალებში 
შენს ნათელ მზერას ამოვიკითხავ... 

შენი გულივით ფრთხიალებს ჩიტი...

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე