ტექსტი
ხომ არაფრად არ ღირს. . .
ჩოხელი გოდერძი18827 ნახვა · დღეს 1
ხომ არაფრად არ ღირს
წუთისოფლის ბრუნვა,
მაინც რაღაცას ისეთს
ჩაგვჩურჩულებს ქარი,
უცებ გაყუჩდება
გულში დიდი ურვა,
თითქოს გვავიწყდება
ახლობელი მკვდარიც,
სადღაციდან დაჰკრავს
სიხარულის ზარი
და აღარც კი გვახსოვს
სოფლის ავი ბრუნვა.
1995 წ.