ტექსტი
შენი ჭირიმე ხმლის პირო . . .
ჩოხელი გოდერძიშენი ჭირიმე ხმლის პირო
მგლურად მიმყოლო მტრებისა,
ჯავრს რო არ აჭმევ კაი ყმას
იმედო ქართველებისა.
დაღლილო უქმად გდებისგან,
მკვდარივით გაშტერებულო
ჩვენი ტირილის ხმებისგან.
შენი ჭირიმე, ნუ დარდობ
ნალესო კაი ყმებისგან,
ერთს თუ მოგვიკვლენ იცოდე
სხვა კიდევ გაიზრდებისა“
1995წ.