ტექსტი
შენი ჭირიმე ხმლის პირო . . .
ჩოხელი გოდერძი18825 ნახვა · დღეს 1
შენი ჭირიმე ხმლის პირო
მგლურად მიმყოლო მტრებისა,
ჯავრს რო არ აჭმევ კაი ყმას
იმედო ქართველებისა.
დაღლილო უქმად გდებისგან,
მკვდარივით გაშტერებულო
ჩვენი ტირილის ხმებისგან.
შენი ჭირიმე, ნუ დარდობ
ნალესო კაი ყმებისგან,
ერთს თუ მოგვიკვლენ იცოდე
სხვა კიდევ გაიზრდებისა“
1995წ.