ტექსტი

საქართველოს

ჩოხელი გოდერძი

18827 ნახვა · დღეს 1

საქართველოვ ვინ დაგხატა ყალმით
ის ღვთიური ფიროსმანი ვინ იყო;
ვახ თუ ვინმემ მოგიტაცოს მალვით,
წაგიყვანოს ჩუმად, პარვა-პარვით,
შირაზის გზით, ან დაღესტნის გავლით...
ალბათ ისევ უნდა ვთხოვოთ დავითს:
წამოდექი, დაგვიდექი დავით!

1995წ.