ტექსტი
მიწამ დააბარა იას . . .
ჩოხელი გოდერძი18826 ნახვა · დღეს 1
მიწამ დააბარა იას
მიწამ დააბარა იას:
წადი შვილო,
ქვეყანას თვალი გაუხარე,
სურნელება აფრქვიე,
სიყვარული გაუღვივე ვაჟსა და ქალს,
სინაზე აჩვენე ხალხს,
თორე,
უფრო გამხეცდებიან და
ვაი ისევ ჩვენი ბრალი.
და ამოვიდა ია.
1995 წ.