ტექსტი

მე და ყივჩაღი

ჩოხელი გოდერძი

18866 ნახვა · დღეს 18

სამზღვარსა მუხრანისასა
რო ვეგდეთ მე და ყივჩაღი,,
ის რომ სისხლს ლევდა, მენაცა
რო ვეყარენით პირჩაღმით.
ცილი რო სხვაგან წაზვიდა,
რო გახდა დუშმანისია,
ე მაგით ძალმიცემული
ყივჩაღი წამოიწია.
მე რო ის მკვდარი მეგონა
ის თურმე არ მომკვდარიყო,
შორით მიმზერდა, ფიქრობდა
იქნა დრო დამდგარიყო
და როცა ჟამი იგულა
მომვარდა ხმალოღერებით,
პური კი აღარა მთხოვა,
პური ისედაც,მისია
ღვინო კი აღარა მთხოვა,
ღვინო ისედაც მისია,
ცოლი კი აღარა მთხოვა,
ღმერთმა გაიგოს ვისია,
მამული მთხოვა-ვერ მივე
ის გავხდე საძრახისია.
იმედი მრჩება ღმერთისა
თან ჩემი პაპებისია.

1995წ.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე