ტექსტი

დარდი. . .

ჩოხელი გოდერძი

მთელი თვე ისე გასულა,
წყაროსთვის, წყაროს წყალისთვის,
არც გამარჯვება უთქვამთ და
არც ვინმე მასთან მისულა,-
სოფელი სხვაგან წასულა,
სოფელი გადახიზნულა.


1995წ.