ტექსტი

ლხინი კახელებთან

ასათიანი ლადო

10106 ნახვა · დღეს 22

მე ჩემი სახლი გამხსენებია,
გამხსენებია ყველა კეთილი...
თქვენთან ნადიმში დამთენებია,
არ დავრჩენილვარ გულდაწყვეტილი.

მე განმიცდია მთის იდილია
და საარაკო ლხინი მზიური,
მაგრამ ეს რაღაც უფრო ტკბილია,
უფრო ნაცნობი და მშობლიური.

ჩემს გვარს, უშიშარს და იმედიანს,
არ მოჰკლებია ყურძნის ნაწური,
მაგრამ ეს რაღაც უფრო მეტია,
უფრო სოფლური და ვაჟკაცური.

1938

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე