ტექსტი
ჯილდო ამაო და შემთხვევითი...
პუშკინი ალექსანდრე
ჯილდო ამაო და შემთხვევითი
მომნიჭებია სიცოცხლე რისთვის?
ან ბედისწერის დასკვნა წყევითი
რად განმამზადებს მუდმივი წვისთვის?
ნეტა რა ძალამ, რა მტრულის ნებით
გამომაჩინა მე უჩინარი,
სული ამივსო მხურვალე ვნებით
და გამიღვიძა აზრი მძინარი?
წინაც, არ ვიცი, რა მიზანია:
გული გამოშრა, მდუმარებს ენა,
და მე ვეღარც კი ამიტანია
ერთფეროვანი ცხოვრების დენა.
1828
მომნიჭებია სიცოცხლე რისთვის?
ან ბედისწერის დასკვნა წყევითი
რად განმამზადებს მუდმივი წვისთვის?
ნეტა რა ძალამ, რა მტრულის ნებით
გამომაჩინა მე უჩინარი,
სული ამივსო მხურვალე ვნებით
და გამიღვიძა აზრი მძინარი?
წინაც, არ ვიცი, რა მიზანია:
გული გამოშრა, მდუმარებს ენა,
და მე ვეღარც კი ამიტანია
ერთფეროვანი ცხოვრების დენა.
1828