ტექსტი

კრიალოსანი

მესხი რობერტ

4348 ნახვა · დღეს 23

მთელი შემოდგომა თავზე დავიყარე პეპლებად,
ფხალის ფოთოლივით შუბლზე დავიფინე სიბერე,
ცხელი ნაკვერჩხალი ძალაუნებურად ნელდება,
ჯერაც ჯიუტი ვარ - (ალბათ, მენანება) - ვუბერავ
სულს და... ეს ცხოვრება კრიალოსანია (გიშერი),
კოვზი რომელია? - მკლავი ჩამივარდა ნაცარში,
ჩემო, რამდენჯერ და... მახსოვს, იმდენჯერვე მიშველე...
ახლა ყველაფერი შენთვის მომიძღვნია, რაც დამრჩა!..

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე