ტექსტი

* * * "სხალთასთან მთები აკმევენ"

მესხი რობერტ
სხალთასთან მთები აკმევენ ნისლებს,
მე აქ ვარ ისევ
მოკვლად წყურვილის,
წყურვილის მოკვლად...
გზა არის მოკლე,
მოკლე და ვიწრო.
ხეობა ყვითელ სამოსელს იძრობს
ქარის ხელებით...
მე აქ ვარ ისევ,
თეთრი ტაძრის საკურთხეველთან, –
და მჯერა...
მჯერა მომეშველები...