ტექსტი
ქანდაკება ცარსკოე სელოში
პუშკინი ალექსანდრე9075 ნახვა · დღეს 1
ლარნაკი ხელიდან გავარდნია ქალწულს და ტინზე გასტეხია,
დამჯდარა მოწყენილი ქალწული, ხელთ ჭურჭლის ნატეხი უპყრია.
მაგრამ არ თავდება წყალი - გადმოჰქუხს გატეხილი ჭურჭლიდან.
ზის ტურფა მარადიულ ნაკადულთან, სამარადისოდ მოწყენილი.
1830