ტექსტი

ღვთისმშობლისადმი

მესხი რობერტ

4347 ნახვა · დღეს 22

გახუნდა ჩემი მაისური,
მარიამობის ღამის ფერი;
ბევრი სურვილი ამისრულე -
ცაში ფრენასთან შენაფერი.
ის "ივირონიც" მოვიარე,
ხატთან ვილოცე ადრე დილით...
შენ ხარ ვენახი მსხმოიარე,
მე კი ჭიგო ვარ, გადრეკილი.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე