ტექსტი

არ ვიდარდებ, თუ ღიმილით...

შატბერაშვილი გიორგი

13540 ნახვა · დღეს 17

არ ვიდარდებ, თუ ღიმილით 
არ გამიდარრებ... 
ჩემმა დარდმა რა ქნას, თორემ
მე არ ვიდარდებ! 

განა მართლა მემღერება, 
ყელს რომ ვიღერებ? 
ამ სიმღერამ რა ქნას, თორემ 
მე არ ვიმღერებ! 

არც მე მაძლევ მოსვენებას, 
არც შენ იხარებ, 
ჩემმა გულმა რა ქნას, თორემ 
არ შეგიყვარებ! 

არ ვიდარდებ, თუ ღიმილით 
არ გამიდარებ... 
ჩემმა დარდმა რა ქნას, თორემ
მე არ ვიდარდებ! 

1955 წ. 

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე