ტექსტი
ჯობს ამ ზეგნიდან ახლა დავეშვა...
ხალვაში ფრიდონ52733 ნახვა · დღეს 1
ჯობს ამ ზეგნიდან ახლა დავეშვა, _
შევეყუდები სადმე დაბლობებს,
თორემ ისეთი მზერით დამბომბეს
შურისძიებით შენმა თვალებმა,
თუკი გადავრჩი, შემოვალ აღარ,
სულ სხვა სახეზე ღიმილს მოვძებნი,
წამოვაყენებ სიტყვას მოცელილს,
რომ მივცე გული ახალს და მაღალს.
1999