ტექსტი
ჭა გონიოს ციხესთან
ხალვაში ფრიდონ52734 ნახვა · დღეს 1
ორი ათასი წლისაა,
ეს ჭა ცოცხალი წყალია,
ისევე გემრიელია,
ისევ ცივია ძალიან.
ისევ პეშვები ივსება,
ილევა და არ ილევა,
ისევე ლურჯი წვეთები
ბაგეს ეხვევა ღილებად.
მწყურვალი ჭასთან დალოცავ,
ვინც მისი გაჭრა ინება.
1975