ტექსტი
ძველ სურათებს, ძველ ფოტოებს...
ხალვაში ფრიდონ52732 ნახვა · დღეს 1
ძველ სურათებს, ძველ ფოტოებს
გადავხედავ ჩუმი სევდით,
იმ დღეებმა მიმატოვეს,
მაგრამ, აი, ისევ შევხვდი.
მე და იმ ჩემს სიყმაწვილეს
მოგვეწონა ერთმანეთი,
სიყმაწვილე მიმაცილებს,
სიყმაწვილეს შევაბერდი.
1994