ტექსტი

ცა აენთო, დღე გათენდა...

ხალვაში ფრიდონ

52748 ნახვა · დღეს 2

ცა აენთო, დღე გათენდა,
მარტონი ვართ მე და ბედი,
ისმის ზარი მენაგვეთა
და რაფაზე ჯდება მტრედი.

ზღვიდან მოვა სუნი მლაშე,
ვიღებ კალამს, მინდა წერა,
ამ ცხოვრების სიგიჟმაჟეს
მოიხელთებს სიტყვა ძნელად.

 

1991