ტექსტი

ჩვენაც მთებივით ხომ ვინაწილებთ...

ხალვაში ფრიდონ

ჩვენაც მთებივით ხომ ვინაწილებთ

წლის მხიარულ და ნაღვლიან ფერებს,

ამ გაზაფხულის ლურჯ სიყმაწვილეს,

იმ შემოდგომის ყვითელ სიბერეს.

ყველას ჰგონია, რომ მომავალი

მისთვის ლმობიერს არჩევს განაჩენს,

ჰო, არა უშავს, _ ასე სჯობია,

ბოლოს გაიგებს ამბავს დანარჩენს.

 

1968