ტექსტი
შენი კარების ფრთხილი ჭრიალი...
ხალვაში ფრიდონშენი კარების ფრთხილი ჭრიალი
მეცნობა, როგორც ხმა საკუთარი,
აქ დუმილის თუ სიტყვის ჭკვიანის
მეც მიპოვნია ნავსაყუდარი;
მე მძულს უდაბნო მდიდარ ბინათა,
მე მიყვარს მისვლა ადამიანთან.
1963
ტექსტი
შენი კარების ფრთხილი ჭრიალი
მეცნობა, როგორც ხმა საკუთარი,
აქ დუმილის თუ სიტყვის ჭკვიანის
მეც მიპოვნია ნავსაყუდარი;
მე მძულს უდაბნო მდიდარ ბინათა,
მე მიყვარს მისვლა ადამიანთან.
1963