ტექსტი
შენ მაწყენინე, გული მატკინე...
ხალვაში ფრიდონ52733 ნახვა · დღეს 1
შენ მაწყენინე, გული მატკინე,
შენ დამიმდაბლე, რაც მაბადია.
იცოდე, რასაც მე გაპატიებ,
ეს ჩემი ლექსი არ გაპატიებს.
ო, ვიცი ზიზღი ბაგეზე რად გაქვს,
რად კრთის მედიდურ მზერაში შიში, _
ჩემი სახელი გახელებს, რადგან
ჩემი პატარა დიდობა გიშლის.
1997