ტექსტი

შენ გამოდიხარ ჩითის კაბით...

ხალვაში ფრიდონ

შენ გამოდიხარ ჩითის კაბით

როგორც აპრილი,

გინდა რომ სხეულს

გაზაფხულის შუქი ესხუროს,

მაგრამ პირიქით _

ყვავილების ტბათა ნაპირი

ნამდვილ სიტურფეს

შენგან სესხულობს.

 

1954