ტექსტი
ქართველობის წმინდა გრძნობით...
ხალვაში ფრიდონქართველობის წმინდა გრძნობით,
თავისუფალ სიტყვის მადლით,
მძლავრ ქართული სახელმწიფოს
სიკეთით და სიდიადით,
ამეტყველდი უფრო ტკბილად
გულო, ბევრჯერ დანატანჯო,
სიყვარულით ნაშენებო,
საქართველოვ, გაგიმარჯოს!
1990