ტექსტი
როცა დაბერდები...
ხალვაში ფრიდონ52729 ნახვა · დღეს 1
როცა დაბერდები,
მაშინ დაბრძენდები
და ძველ სავარძელზე
მძიმედ დაბრძანდები.
სიტყვებს აწონილებს
ირგვლივ დაარიგებ,
ყველას გაუღიმებ,
ყველას დაარიგებ.
ყველა მოგისმენს და
ყველა გაჩუმდება,
მალულ ჩაგაფიქრებს ცივი სისადავე,
შიში სიბერისა გაგიფაჩუნდება
და უცებ მოზიდავ გაწყვეტილ სადავეს...
1968