ტექსტი

როგორ ყვავილობს მიწა მორწყული...

ხალვაში ფრიდონ

როგორ ყვავილობს მიწა მორწყული,

ეს მაისია თუ ღვთის ლექსია?

ასე მგონია ამ ტყისპირებში

ფერად ფიქრებით მე თვით ვთესივარ;

ტყეს გახაზავენ შავად შაშვები,

თანაც გალობებს ერთურთს ესვრიან.

 

1990