ტექსტი

რა ვქნათ, _ დარდი ბევრი გჯიჯგნის...

ხალვაში ფრიდონ

52748 ნახვა · დღეს 1

რა ვქნათ, _ დარდი ბევრი გჯიჯგნის,
ბევრი რამეც გადარდებს,
მაგრამ მონატრებამ იცის, _
დარდებს განზე გადადებს.

თუ ფიქრს, შენ რომ ზეცად გხურავს,
ტოვებ ციურ მადლადვე,
სიტყვას, როგორც მატყლის ქულას,
ლექსად უნდა ართავდე.



1999