ტექსტი

ოდის ხეობა

ხალვაში ფრიდონ

52732 ნახვა · დღეს 1

ფრანგულ პირენეებში ოდის 
ხეობით ვიმგზავრეთ.


როცა მე ლამაზ მდინარე ოდის
გვერდით დაგრეხილ გზით მივდიოდი,
როცა ვიგრძენი, რომ უცნობ ლოდის
ჩქერიც რაღაცას ჩემებრ ჩიოდა,
შენ მომაგონდი
და შენი ოდა...
და მიხაროდა, რომ შენთან მქონდა
იმედი, დარდი, მადლი და ცოდვა,
რომელიც ისე, ვით წყალი ოდის,
მარადიული ხევით დიოდა.

 

1972