ტექსტი

მზევ ჩასულო, კვლავ მზედ ამო...

ხალვაში ფრიდონ

მზევ ჩასულო, კვლავ მზედ ამო,

გორადუბევ საქარულო,

ტყეო, წეროსწვივიანო,

ფიჭვო, ჭიჭვო აქაურო.

სევდა რადგან ვერ ჩამიქრეთ,

მთებო, ცრემლში დანახულო,

დარდი დედის ლეჩაქივით,

მინდა შუბლზე დაგახურო.

 

1981