ტექსტი
მზე იწვერება, მწვანე ველზე...
ხალვაში ფრიდონმზე იწვერება, მწვანე ველზე
ცა ვერ ეტევა,
ყაყაჩოები მოწვეთავენ
მზისგან წვეთებად,
სიჩუმე მეფობს,
ფერად ფრთათა დაფრენს ნიავი,
იქ რომ მატკინეს
აქ მომირჩა გული მტკივანი.
1990
ტექსტი
მზე იწვერება, მწვანე ველზე
ცა ვერ ეტევა,
ყაყაჩოები მოწვეთავენ
მზისგან წვეთებად,
სიჩუმე მეფობს,
ფერად ფრთათა დაფრენს ნიავი,
იქ რომ მატკინეს
აქ მომირჩა გული მტკივანი.
1990