ტექსტი

მარტი

ხალვაში ფრიდონ

პირველი მარტი... ვხედავ ხის რტოზე
ჩიტები სხედან, რაღაცას ბჭობენ.
ნისლი ქათქათა და თეთრფრთიანი
ჩამოდის დაბლა და გრილად მლოკავს...
ბუნებას უყვარს ადამიანი
და გაზაფხული ამიტომ მოჰყავს.
 

1985

პარტნიორი techbro.ge