ტექსტი
მაისის სევდა
ხალვაში ფრიდონ52729 ნახვა · დღეს 1
თიბვაა, ცელი იქნევა,
ბალახი წვება ბალახზე,
მერე ბულულიც იდგმება,
ზედ, სერის მწვანე გავაზე.
რაც კი ბოსტანში ირგვება,
თქვეს, _ ხვავით კალათს გაავსებს,
რატომღაც გულს ვეკითხები, -
მეც ვნახავ ამ სილამაზეს?
1999