ტექსტი

ლოცვას ძველქართულს...

ხალვაში ფრიდონ

ლოცვას ძველქართულს

აწანწკარებს წყარო კენჭებზე,

სოფელი ვიცან...

და ტირილით მინდა შევჩერდე.

ეჰ, წინაპარო, აქ რამდენჯერ

ჯვარზე ეჭედე,

დღეს ითხოვენო აქ ბებრები,

თურმე, მეჩეთებს...

არსად, არავის

არ უთქვამს ვგონებ,

რომ მოეთხოვოთ ბორკილი მონებს.

 

1990

პარტნიორი techbro.ge