ტექსტი
თქვენი ხელის მზე...
ხალვაში ფრიდონთქვენი ხელის მზე
ამ ჩემს სხეულზე,
ასიარულდა ჟრუანტელივით,
ავი ქარები მიიპარება
ამ კუნთებიდან გამოდევნილი.
წიწვის ჰავით რომ
ფილტვებს შევივსებ,
გულს, რა თქმა უნდა, ცუდი არ უნდა,
ამ ჩემს სხეულზე თქვენი ხელის მზე
ჟრუანტელივით ასიარულდა.
1998