ტექსტი

თუმცა მესმოდა, როცა ამბობდნენ...

ხალვაში ფრიდონ

52728 ნახვა · დღეს 1

"გურჯუ კიზ" და "გურჯუ ოგლუ"

ქუჩებია სტამბულში

თუმცა მესმოდა, როცა ამბობდნენ

ვერ ვიჯერებდი მაინც გაგონილს,

ქართველი გოგოს ქუჩა სტამბოლში?!.

ქართველი ბიჭის ქუჩა სტამბულში?!.

გახვალ, შეგხვდება ორი ტყვე გურჯი _

გასაყიდელი თუ გაყიდული,

მიჰყვება ბოსფორს ის ორი ქუჩა,

ვით გოგო-ბიჭი ხელჩაკიდული.

 

1990