ტექსტი

თუმცა მაჰმადმა...

ხალვაში ფრიდონ

თუმცა მაჰმადმა

არ მომმადლა ქართული სიტყვა

ღმერთი მაღალი ხომ

თვით ხედავს

ქართველი რით ვარ? _

ისევ იმ ენით,

სულ, სულ, სულ რომ

სულივით ვითქვამ!

 

1989