ტექსტი
თითო მარცვლობით ნაკრებ სიხარულს...
ხალვაში ფრიდონთითო მარცვლობით ნაკრებ სიხარულს,
მწუხარ სახეთა ხნულებში ვთესავ,
და ლურჯ ზეცაში შემოდგომაზე
მზე დამწიფდება საუკეთესო.
როგორც მერანი დაურახტავი
ქარი გამაფრენს შლეგი, ტიტველი,
სხივებს ძაფებად ხეზე გავაბამ,
ზედ ასხმულ წვეთებს დავთვლი თითებით.
1968