ტექსტი
თითო მარცვლობით ნაკრებ სიხარულს...
ხალვაში ფრიდონ52748 ნახვა · დღეს 1
თითო მარცვლობით ნაკრებ სიხარულს,
მწუხარ სახეთა ხნულებში ვთესავ,
და ლურჯ ზეცაში შემოდგომაზე
მზე დამწიფდება საუკეთესო.
როგორც მერანი დაურახტავი
ქარი გამაფრენს შლეგი, ტიტველი,
სხივებს ძაფებად ხეზე გავაბამ,
ზედ ასხმულ წვეთებს დავთვლი თითებით.
1968