ტექსტი
თამარის ხიდთან
ხალვაში ფრიდონაჭარისწყალი მოდის ვით მგზავრი,
წინ ეგებება თამარის ხიდი,
კლდეები, როგორც ქაჯეთის კარი,
შიგ _ ავთანდილის მოხრილი მშვილდი.
შეხვდება ხიდს და წამით შედგება,
სურს ძველ შვენებას მიაპყროს მზერა,
გაიმეოროს თამარის ქება
და მოისმინოს შოთას სიმღერა.
1944