ტექსტი
დაუნდობელო, სიყვარული რად გამილახე...
ხალვაში ფრიდონდაუნდობელო,
სიყვარული რად გამილახე?
მე _ დატუქსული სოფლელი ბიჭი,
გულის კუნჭულში ტკივილს ვინახავ
და იმ საღამოს ხსენება მიჭირს.
რად გამილახე სიყვარული, დაუნდობელო?
ქარში დაფშვენი ჩემი მუდარა
და სიყვარული გადამიღობე
უსასტიკესად და სამუდამოდ.
1973