ტექსტი

გომის გორებო, თეთრებო...

ხალვაში ფრიდონ

52771 ნახვა · დღეს 18

გომის გორებო, თეთრებო,

ბალახებს მინდა ვუთხრა:

_ თქვენა ხართ არა მიწისა,

არამედ ჩემი სუნთქვა.

თქვენს თოთო, ციცქნა ფოთლებზე

მე დამიდვია შუბლი,

ხამში ნახარებ მაგ ფესვებს

მე გულით სალამს ვუთვლი.

ეჰ, როგორ შემომღიმოდნენ

თქვენი თვალები ღია,

ჩურჩულით მე თქვენს ფესვებში

სათქმელი ჩამიღვრია.

 

1988

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე