ტექსტი

გარდაიცვალა ტირიფის ჩრდილი...

ხალვაში ფრიდონ

52768 ნახვა · დღეს 19

გარდაიცვალა ტირიფის ჩრდილი,

მზეს დედამიწა გადაეფარა,

ფერი მორევის და ფერი ლილის

შეწუხებულმა მთებმა დაღვარა.

მამალი დაჯდა ქლიავის ტოტზე,

ნიავმა ბუხრის კვამლი დაღალა,

ამაღამ ნეტავ რა უნდა მოხდეს?

რა უნდა მოხდეს ნეტავ ამაღამ?

 

 

1967

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე