ტექსტი

ბალახი _ მწყერიფეხა

ხალვაში ფრიდონ

52730 ნახვა · დღეს 2

ბალახი _ მწყერიფეხა,

სოკო _ წეროსწვივი,

დამჟღნარი დათვამსხალა

და წყარო ლოდიძირის.

თხილი და ველური ზღმარტლი,

ყურძენი _ ჯინიში ტყეში,

გზაბაწარს მამა მოსდევს

მხარზე გადებული შეშით.

 

1990