ტექსტი

აჭარის ლურჯი ნაპირი...

ხალვაში ფრიდონ

52779 ნახვა · დღეს 25

ფოკა ცქვიტინიძისადმი

აჭარის ლურჯი ნაპირი

ახალმა სხივმა გაკვალა,

წიგნით მოხვედი გამზრდელი,

სინათლე დადგი აკვანად.

კეთილო მასწავლებელო,

რა სიტყვაც დაგითესია,

დღეს ფიქრად ამობიბინდა,

ის ჩვენი ხმა და ლექსია.

ამაგი არ იკარგება,

შენ მარად ჩვენთან დარჩები,

მხურვალე, როგორც ღადარი,

მაგარი, როგორც მარჯვენი.

 

1970

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე