ტექსტი

აქ სადაც ნაფიქრს ცდიან, წონავენ...

ხალვაში ფრიდონ

52777 ნახვა · დღეს 20

აქ სადაც ნაფიქრს ცდიან, წონავენ,
ლაპარაკობენ სადაც თვალებით,
მე თქვენ ჩუმ-ჩუმად დამამახსოვრდით,
თავშეკავების იდუმალებით.

ალბათ ორივეს დღეის დღე გვტკივა,
დამწვართ სხვადასხვა დროის ალებით.
ამდენ ხმაურში მე თქვენ მომხიბლეთ
თავშეკავების იდუმალებით.

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე