ტექსტი

არსიანი

ხალვაში ფრიდონ

52776 ნახვა · დღეს 23

შავ ქარაფებზე თეთრი წყლები დის,

მთას იარაზე წამლად ნისლი აქვს

და ფარშევანგის ბუმბულებივით

ქარს სადღაც ჭრელი ფოთლები მიაქვს.

კლდეთა სიმაღლით მგზავრი გაოცდა,

ცხენი ეძახის მწყემსთა კარავებს,

ქალიშვილები სხედან წყაროსთან

და მგზავრისაგან ღიმილს მალავენ.

 

1964

არ გამოტოვო სიახლეები!

გამოგვყევი ლიტკლუბის Facebook გვერდზე და გაიგე ჩვენი სიახლეები.

გამოგვყევი Facebook-ზე